გაკვეთილის თემა | რატომ იმუხტებიან სხეულები? |
საგანი | ფიზიკა |
სწავლების საფეხური | საბაზო |
კლასი | VIII |
მოსწავლეთა რაოდენობა | 24 |
განსაკუთრებული მოდგომის მქონე პირთა რაოდენობა | 0 |
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი შედეგები | · დაკვირვების, ანალიზის, დასკვნის გამოტანისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითრება. · დაკვირვება ელექტრულ ურთიერთქმედებაზე. · ატომის აგებულების საფუძველზე სხეულთა დამუხტვის მოვლენის ახსნა. · სხეულთა დამუხტვის მიზეზის ახსნა. |
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები | ბუნ.VIII.8 · ცდების საფუძველზე აკვირდება სხეულთა დამუხტვას, აანალიზებს და აღწერს მათ ურთიერთქმედებას. · ახასიათებს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედებას. |
თანმიმდევრობა | აუცილებელი წინა ცოდნა: · ატომის აღნაგობა, დამუხტული ნაწილაკები. · ორგვარი მუხტი · დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედება აქტივობა 1 A ფაზა/გამოწვევა დამუხტულსხეულთა ურთიერთქმედებისდემონსტრირება(4წთ). მიზანი: ცდის ჩატარების დაკვირვების აღწერის უნარ-ჩვევების განვითარება. მოსწავლეები აკვირდებიან როგორ იმუხტებიან სხეულები ხახუნის შედეგად და როგორ ურთიერთქმედებენ დამუხტული ნაწილაკები. ამისათვის იყენებენ შალის ნაჭერს და ქარვის მძივს და ქაღალდის ნაკუწებს. B ფაზა/ცოდნის კონსტრუირება აქტივობა 2 ჯგუფური მუშაობა მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება: პირველი ჯგუფი: როგორია ატომი მთლიანობაში ელექტრული თვალსაზრისით და რა უმცირესი ნაწილაკებისაგან შედგება იგი. მეორე ჯგუფი: როგორ ურთიერთქმედებან დამუხტული ნაწილაკები და როგორია ატომში ბმული პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები. მესამე ჯგუფი: რა შემთხვევაში გადაიქცევა ატომი დადებით ან უარყოფით იონად და შეუძლია თუ არა დამუხტურ სხეულს ნეიტრალური სხეულების მიზიდვა. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, ემზადებიან პრეზენტაციისათვის და ირჩევენ პრეზენტატორს აქტივობა 3 პრეზენტაცია თითოული პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის ნამუშევარს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს. ამის შემდეგ მოსწავლეები იყენებენ ვიტრუალური ლაბორატორიას და ატარებენ ცდას „ბუშტი და სტატიკური მუხტი“ რისი მეშვეობითაც ნათელ წარმოდგენას ქმნიან დამუხტვის პროცესზე, განსხვავებას ხახუნით დამუხტვასა და გავლენით დაელექტროებას შორის. C ფაზა/რეფლექსია აქტივობა 4 დასკვნითი ნაწილი [Z.G.1] მასალის ათვისების ხარისხის შემოწმების მიზნით მოსწავლეებს ურიგდებათ კითხვარები, რომლებსაც ავსებენ ინდივიდუალურად.გ
აქტივობა 5 საშინაო დავალება მოსწავლეებს სახელმძღვანელოდან ეძლევათ საშინაო დავალება: თემა: რატომ იმუხტებიან სხეულები. გაკვ 4–2 ი. ლორია. ნ. ქემოკლიძე წერითი დავალება სავარჯიშო |
შეფასება | შეფასებისათვის ვიყენებთ რუბრიკებს
· დასკვნები · პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე · ჯგუფური მუშაობა · ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობის პროცესში · ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი · დროის ლიმიტის დაცვა |
საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები | სახელმძღვანელო, კალმები, თეთრი ფურცლები, შალისა და აბრეშუმის ქსოვილები, ქარვის მძივი. ქაღალდის ნაკუწები, ბუშტები, სავარცხელი, კომპიუტერი. |
[Z.G.1] ეს აქტივობა შევცვალე ბოლოს ფლიპჩარტებზე სმაილების მიკვრით, თავიდან ამ აქტივობას ვგეგმადი, მაგრამ მემგონი სმალილების მიკვრით უფრო ნათლად ცანდა შედეგი და უფრო საინტერესოც იყო. თქვენ რომელიც გინდათ ის აირჩიეთ.
Georgian
No comments:
Post a Comment